ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონსტანტინე გამსახურდია: "ხვიჩა" მეგრულად "ელვარეს" ნიშნავს, "ხვიჩა მურიცხი" კი ელვარე ვარსკვლავს

კონსტანტინე გამსახურდია: "ხვიჩა" მეგრულად "ელვარეს" ნიშნავს, "ხვიჩა მურიცხი" კი ელვარე ვარსკვლავს
"ნამდვილად, დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ფეხბურთის ეს ფინალი. "ხვიჩა" მეგრულად "ელვარეს" ნიშნავს, "ხვიჩა მურიცხი" კი ელვარე ვარსკვლავს. ხალხური ლექსის მიხედვით ვარსკვლავები ჩვენი დები და ძმები არიან. სწორედ ასეთი იყო დღევანდელი მატჩის ერთ-ერთი გმირი.
ხვიჩამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია არამარტო გამორჩეული ტალანტით, არამედ შრომით, უდიდესი ნებისყოფით და დისციპლინით. როგორც არაერთხელ, მან ითამაშა სრულიად გაწონასწორებული ფეხბურთი ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის. ამ გამარჯვებას გილოცავთ ყველას!" - წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.