ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. სწორედ კვარაცხელიამ წამოიწყო შეტევა, რომელიც საბოლოოდ პირველი გოლით დასრულდა. ფაბიან რუსმა და ვიტინიამ შეტევა გააგრძელეს, ხოლო დეზირე დუეს პასით აშრაფ ჰაკიმიმ თავისი გუნდი დააწინაურა.
მალე პსჟ-მ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა – გოლის ავტორი დეზირე დუე გახდა. მეორე ტაიმში, 63-ე წუთზე, სწრაფ კონტრშეტევაზე დეზირე დუემ, დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:0 გახადა.
ამის შემდეგ კი მილანელთა კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. უსმან დემბელეს გადაცემით ის მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 4:0 გახადა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
87-ე წუთზე „ინტერის“ კარში მეხუთე გოლი სემი მაიულუმ გაიტანა გახდა, საბოლოო ანგარიში 5:0 დაფიქსირდა და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.