ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოკვლევა დაიწყო კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.
„მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა.
საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში, სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა.
შედეგად, 8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი) 14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:
· იმპორტიორი შპს „გლობალცბც“, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
· იმპორტიორ იშპს „კონცეპტფარმა, მედიკამენტი - ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
· იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები - ადაზალნეო (200 მგ. N2), ადაზალნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
· იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი - არიპრადა;
· იმპორტიორი შპს „რიჩგრუპი“, მედიკამენტი - ზინასენი N60;
· იმპორტიორი შპს „კროკუსფარმა“, მედიკამენტი - ლორნიკუსიამპულა N1;
· იმპორტიორი შპს „გეა“, მედიკამენტები - ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლიტაბ. 480მგ., ბისეპტოლიტაბ. 120მგ.;
· იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი - ტრეპარინი.
მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს - მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, 2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც 3 შემთხვევაში შეთანხმებული ქმედება დადგინდა. მათ შორის, ფარმაციის ბაზარზე, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, 1 შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 1 შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის, 2 მოკვლევა მიმდინარე რეჟიმშია -დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.