კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო მოკვლევა ფარმაცევტულ ბაზარზე

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
კონკურენციის სააგენტოს მხრიდან დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტების შესწავლის საფუძველი 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვაა.

“საქმე ეხება სამინისტროს მიერ, გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, სადაც დაკონკრეტებული არ არის, რომელი კომპანიების მიმართ არსებობს ეჭვი.
2023 წლის დეკემბერში კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია, “პსპ”, “ავერსი”, “გეფა” და “მერმისი”, ჯამში, 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების შეთანხმების გამო. ფარმაცევტული კომპანიები ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, სახელმწიფო კი ამტკიცებს, რომ ისინი მედიკამენტებს ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტურ ფასად ყიდდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა