კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეტრომარტის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეტრომარტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ მიერ სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე, ამავე კომპანიის მიერ სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. საჩივარში მომჩივანი ასევე მიუთითებდა შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ და შპს ,,ეი ბი სი - ტელეკომ ჯის“ შორის სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობაზე.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 4 მოკვლევის საქმე. 2024 წელს, სააგენტომ 4 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.