ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თხილის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, თხილის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შუალედური ანგარიშის მიხედვით შესასწავლ პერიოდში, თხილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა დაფიქსირდა 2021 წელს და 365.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 და 2023 წლებში ექსპორტის ღირებულებითი მაჩვენებელი შემცირებულია – 276.8 მილიონ და 218.2 მილიონ ლარამდე.
„მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო წილის და სხვა ეკონომიკური აგენტების რაოდენობის გათვალისწინებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. 5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი შესასწავლ პერიოდში არ აღემატებოდა 47%-ს, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.
თხილის ექსპორტი ქვეყნიდან ხორციელდება ნაჭუჭგაცლილი და ნაჭუჭგაუცლელი ფორმით. ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის მოცულობა საერთო ექსპორტში, 2020-2023 წლებში, 68-81%-ის ფარგლებში მერყეობდა. ექსპორტის უდიდესი ნაწილი ხორციელდება იტალიაში (32%) და გერმანიაში (20%).
ინფორმაციისთვის, 2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 2 მონიტორინგი – საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი, გაიცა 6 რეკომენდაცია და თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია 4 ბაზრის შესწავლის პროცესი – თამბაქოს, საავტომობილო საწვავის, ლურჯი მოცვის და თხილის ბაზრის მონიტორინგები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? (ვიდეო)