კონგრესის წევრებმა ვაშინგტონი დატოვეს უკრაინის დახმარების შესახებ შეთანხმების მიუღებლად, თუმცა სენატი მომავალ კვირაშიც იმუშავებს

-ის კანონმდებლებმა 14 დეკემბერს ვაშინგტონის დატოვება დაიწყეს ისე, რომ არ ჰქონდათ დამტკიცებული უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შეთანხმება – იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებდა სენატის რესპუბლიკელებთან, რომლებიც ცვლილებებს მოითხოვენ აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების პოლიტიკაში.
სენატის წევრები იმედოვნებენ, რომ მომავალ კვირაში დაამტკიცებენ შეთანხმებას ახალი შეზღუდვების დაწესებაზე აშშ-ის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის და ასევე დაამტკიცებენ 110 მილიარდი დოლარისგან შემდგარ დახმარების პაკეტს უკრაინისთვის და სთვის, ისევე, როგორც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინიციატივებისთვის.
მაგრამ წარმომადგენელთა პალატას არ გამოუვლენია ნიშნები რომ აპირებს ამ კანონმდებლობასთან დაბრუნებას მის დასამტკიცებლად მთელი კონგრესის მასშტაბით.

ასევე დაგაინტერესებთ