დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, პსჟ „ბაიერნს“ უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი ბავარიული გუნდის მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ გააკეთა:
„ვიბრძვით ტიტულისთვის, რომელიც პსჟ-მ გასულ სეზონში მოიგო. ისინი ქებას იმსახურებენ. ჩვენც იგივე გვინდა. იმედია, დავამტკიცებთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ. ეს ადრეული ფინალი არ არის. ტურნირზე ოთხი გუნდი დარჩა. ყველას შეუძლია ოცნება. წარმოუდგენლად დაძაბული დაპირისპირება გველოდება. მათ შეუძლიათ მეტოქეს თამაშის რიტმში შესვლაში ხელი შეუშალონ. პსჟ-ს მხრიდან ეს მოსალოდნელ ქარიშხალს ჰგავს.
ვიცით, მეტოქეზე ზეწოლა როგორ განვახორციელოთ. მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენც გვაქვს ხარისხი. წელს „ბერნაბეუზე“ გავიმარჯვეთ და პარიზშიც გვაქვს მოგებული. ჯერ კიდევ ჩემპიონები არიან, თუმცა თუ ვინმეს შეუძლია გამოწვევა მიიღოს, ეს ჩვენ ვართ“.