პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კოლუმბიაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კოლუმბიაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა პროვინცია ჩოკოში მოხდა. ამას წინ ძლიერი წვიმა უძღოდა.
„არ მოვისვენებ, სანამ ყველა ჩოკოელი არ მიიღებს ინფორმაციას თავისი ნათესავებისა და ახლობლების შესახებ“, – განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა ნუბია კაროლინა კორდობა კურიმ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 18 გარდაცვლილის შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.