ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NATO ოჩამჩირის ბაზაზე | ხავიერ კოლომინას გზავნილები და "ოცნების" პასუხი

თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმიან, მაშინ ალიანსი შესაბამისად იმოქმედებს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში კოლომინამ თქვა, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია. მან საქართველო-NATO-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა.თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გეზისადმი და NATO გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.