კობახიძის თქმით, ბილბორდებზე ზურაბიშვილის ფოტოები მოშე კლუგჰაფტის რჩევით შეცვალეს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ და ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის ბილბორდების შეცვლა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგივე პიარ-ტექნოლოგები დაეხმარებიან მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდშიც.
“საინტერესო რჩევები ჰქონდათ მათ, რაც დაგვეხმარა შესაბამისი შედეგის მიღწევაში. მაგალითად, ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენით. რაც გავითვალისწინეთ, სასარგებლო აღმოჩნდა და დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში”, – თქვა კობახიძემ.
2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში თითქმის ყველგან მოიხსნა სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათით გაკრული ბანერები და მათ ნაცვლად მმართველი პარტიის ლიდერები გამოჩნდნენ. ერთ-ერთი იყო ირაკლი კობახიძე.
იმ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანიდატურა არ დაუსახელებია “ქართულ ოცნებას”. პარტია ღიად უჭერდა მხარს სალომე ზუარბიშვილს, რომელიც პრეზიდენტი გახდა მეორე ტურში, 2018 წლის 28 ნოემბერს მიღებული ხმების რაოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება