კობახიძე: კლუგჰაფტის რჩევა იყო ზურაბიშვილის ბანერების ჩვენი ბანერებით ჩანაცვლება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი მ თქმით, PR სპეციალისტები მოშე კლუგჰაფტი და მირი მიქაელი 2018 წელს მმართველ პარტიას არჩევნების მეორე ტურში ს გამარჯვებაში დაეხმარნენ.
“მაშინ ძალიან წარმატებული იყო რეალურად მათი მხარდაჭერა. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც 38% ჰქონდა პირველ ტურში მხარდაჭერა, აიღო, საბოლოო ჯამში, 60%. საინტერესო რჩევები ჰქონდათ მაშინ მათ, რაც დაგვეხმარა შედეგის მიღწევაში… ერთ-ერთი რჩევა იყო ის, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ და ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა” – ამბობს კობახიძე.
“მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“ – ამბობს კლუგჰაფტი.
მმართველი გუნდის ცნობით, კლუგჰაფტი და მიქაელი ACT NEWS-ის დამფუძნებლები არიან. ოცნება უთითებს, რომ მოშე კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს. ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუგჰაფტი საქართველოში იმყოფებოდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც. მაშინ თბილისის სხვადასხვა ქუჩაში ე.წ სისხლიანი ბანერები განთავსდა, რომელზეც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გამოსახულები. ამბობს, რომ “ეს არ იყო კონკრეტულად მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად, ჩვენი არ იყო ბანერები. სხვა პიარკონსულტანტების იყო, რომლებმაც შესაბამის ადამიანებს ურჩია ასეთი ბილბორდების გაკვრა, ეს არ იყო მოშე კლუგჰაფტი და ეს არ იყო შესაბამისად, ჩვენი კამპანია”.