ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძის თქმით, არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა

კობახიძის თქმით, არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკანონმდებლო ინიციატივას დააყენებენ. ამის შესახებ მან განაცხადა ბრიფინგზე, სადაც კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი წარადგინა.
"როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები სპორტის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტს და სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება", - თქვა კობახიძემ.
პრემიერმინისტრმა კულტურისა და სპორტის ახალ მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა. ამასთან, კობახიძემ მომავალი სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელად შალვა გოგოლაძე დაასახელა. სამინისტროების გაყოფამდე გოგოლაძე რუხაძის პირველი მოადგილე იქნება.
25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი წულუკიანის ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ყოფნა გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.