არქივი26 თებერვალი, 2024, 07:38
კობახიძე: წელსვე უნდა უზრუნველვყოთ 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის 4 თვიანი სტაჟირების გავლა
პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება წელსვე. წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტის სულ მცირე 2 000 - 3 000 კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე 4 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება მუნიციპალური დაკერძო სექტორშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.