ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას აანონსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, შეადგინონ გეგმა, რომელიც უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთათვის, სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას მოიცავს:
„პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტო რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე.
წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების, სულ მცირე, 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მინიმუმ 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება,“ — განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.