ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე პრეზიდენტზე: "ნაცმოძრაობის პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება"

"ნაცმოძრაობის პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. მითუმეტეს, რომ ის აგრძელებ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ამ დღეებშიც ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ, ეს არ არის ჩვენი საქმე, მისი პოზიციიდან გამომდინარე. და გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე"

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.