კობახიძე, მდინარაძე, წულუკიანი, სამხარაძე, ცაცუა, ცეკვავა - ვინ დაასანქცირა ესტონეთმა

ცნობილია ქართული ოცნების წევრებისა და მოსამართლეების სია, რომლებიც ესტონეთმა გუშინ, 15 დეკემბერს დაასანქცირა. დასანქცირებულია 14 ადამიანი.
მათი სია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
· კობა ჩაგუნავა - მოსამართლე
· გიორგი გაბიტაშვილი - გენერალური პროკურორი
· ნინო ენუქიძე - მოსამართლე
· კახა კალაძე - ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი
· კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
· ირაკლი კობახიძე - პრემიერმინისტრი
· გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
· მამუკა მდინარაძე - ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე
· ლელა მილდენბერგი - მოსამართლე
· დიტო სამხარაძე - პარლამენტის წევრი
· ლელა ცაგარეიშვილი - მოსამართლე
· მანუჩარ ცაცუა - მოსამართლე
· ზვიად ცეკვავა - მოსამართლე
· თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.