ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: ივანიშვილს შეუძლია, საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულოს

როცა საუბარია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უმნიშვნელოვანესია. ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ყველა მიმართულებით, საქართველოს შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულოს.
ჩვენ ოპოზიციაში ერთგვარი სასოწარკვეთილება დავინახეთ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან, 1 დღე არ გასულა, რომ მათ ამ ფაქტზე არ ესაუბროთ. ეს იმაზე მიანიშნებს, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება რამდენად მძიმედ მიიღეს. ყოველ ჯერზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.