ამაზე ერთად უნდა შევჯერდეთ, გზამკვლევი ცალმხრივად ვერ ჩამოყალიბდება. იმისთვის ვხვდებით ამერიკელ პარტნიორებს, რომ ერთად შევჯერდეთ გზამკვლევზე. […] თქვენ რაც გინდათ კონკრეტულად იმას, ვერ ნახავთ, თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას, სამართლის უზენაესობის ხელყოფას, ამას ვერ ნახავთ. რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით” – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე: “სულ ასეთი პოზიცია გაქვთ, რომ გჭირდებათ სამართლიანი მიდგომა, კონკრეტული გზამკვლევით, გაქვთ ეგ გზამკვლევი უკვე?”
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის. კობახიძემ 4 ივნისს უარყო, რომ ამერიკულ მხარეს მსგავსი შეკითხვით მიმართეს




