“გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა” –

14
ქართული ოცნების ლიდერი, , ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ანგარიშის ავტორის, გიორგი კანდელაკის შესახებ, ამბობს:
„ეს ხომ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა. გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა. ლაპარაკობს ირანთან დაკავშირებით და იცით, რამდენი ტყუილი თქვა მან, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მინიშნებები იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული. რაც შეეხება ჩვენს ვაჭრობას, როდესაც ექსპორტი გაქვს 0,5 პროცენტი და იმპორტი 1,5 პროცენტი, იქ საუბარი ზედმეტია სანქციების გვერდის ავლაზე. როდესაც ასეთ დროს ეს სამარცხვინო ადამიანი გამოდის და პირდაპირ ჩადის სამშობლოს ღალატს და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს -ში, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. პოლიტიკურ ენაზე ამას ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ“
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია რას ნიშნავს “ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა” და როგორია “არაჩვეულებრივი ღალატის ფორმულა”.
ცნობისთვის, გუშინ, ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი გამოეხმაურა ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მუქარას, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ანგარიშის ავტორის, გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ იყო მიმართული და თქვა:
“ბატონო , ჰადსონის ინსტიტუტი ამ ანგარიშის გამომცემელია. როგორც ჰადსონის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ამ კვლევასა და მის დასკვნებს. ფაქტებს ვერ შეცვლის ხმამაღალი განცხადებები და მუქარები. თქვენ არ ხართ ქართული ოცნება – თქვენ ქართული ოცნების დამანგრეველი ხართ”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს