არქივი23 თებერვალი, 2026, 17:28
კობახიძე: ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია და რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის კარგი სასანქციო პაკეტში მისი მოხვედრა. რაც სააკაშვილს უხარია, რაც ნაცს უხარია...

"ჩვენ უტყუარი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა. ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია და დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ 0 ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ არ მოხდება. დანარჩენი დაველოდოთ ევროკომისიის პოზიციას.
ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია და რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის კარგი სასანქციო პაკეტში მისი მოხვედრა. რაც სააკაშვილს უხარია, რაც ნაცს უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს" | ამბობს კობახიძე ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.