დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ჩვენ ოპოზიციაში ვართ, ეს არ არის მოჩვენებითი ოპოზიცია. მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა საუბარია…

პარტია ხალხის ძალა ყოველთვის მზად არის, როცა წინა ხაზი საჭირო გახდება, ნებისმიერი წინა ხაზი დაიკავოს სამშობლოსა და საზოგადოებისთვის, მათი უსაფრთხოების დასაცავად […] დღეს ჩვენ ოპოზიციაში ვართ, ეს არ არის მოჩვენებითი ოპოზიცია – ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვაჩვენებთ ზოგჯერ განსხვავებულ აზრს, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც. ამას თავად საზოგადოება ნახავს.

მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მშვიდობაზე, საქართველოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ხელისუფლებასთან ერთად და ზოგჯერ ხელისუფლების წინ, შესაძლოა, მათი დამცველები აღმოვჩნდეთ, რადგან ეს არის სამშობლოს ინტერესი და არა ვინმეს პარტიული ინტერესი – ან რომელიმე NGO-ს უფრო მეტი ფულის ინტერესი, ან ის, რომ საქართველომ რომ იცხოვროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე მორგებულად, თქვა  ხალხის ძალის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს