ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძემ ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნა - შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ირაკლი ბერაია ამ დრომდე საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ქართული ოცნების პარტიული სიით, ამასთან, იკავებდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.
კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან 4 აპრილს გაათავისუფლა.
31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს". ამის გამო, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, რომ ბერაიას თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაეტოვებინა.
მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ "გულწრფელად ბოდიში" მოიხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.