ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ბრძანებას ხელი დღეს, 5 აპრილს მოაწერა პრემიერმა და უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.
ირაკლი ბერაია საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახელით მოხვდა. ის თავდაცვის კომიმეტის თავმჯდოამრეა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ირაკლი ბერაიას დეპუტატის უფლებამოსილება პირველივე პლენარულ სხდომაზე შეუწყდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამდებობიდან გათავისუფლდა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ თანამდებობას გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე 2021 წლის 23 აპრილიდან იკავებდა.
ირაკლი ბერაიამ 2023 წლის 31 ოქტომბერს დამამცირებელ კონტექსტში ილაპარაკა და შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელიც თავდაცვის კომიტეტში მისი მოადგილეა. ამის გამო ოპოზიციონერმა ქალებმა მისი ამ თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს, უმრავლესობა ამას არ დათანხმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება