„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თათა ფერაძის სასამართლო გადაიდო და დარბაზიდან გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თათა ფერაძის სასამართლო გადაიდო და იგი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.
პარტიის ინფორმაციით, გზის გადაკეტვის საქმეზე მისი პროცესი გადაიდო 4 ნოემბრისთვის, პროცესი 14:20 საათზე ჩაინიშნა.
„მტკიცებულებების არარსებობისა და დარღვევების გამო – ოქმში დაკავების დრო და დამკავებელი არ ეწერა, ვიდეო მტკიცებულებაში კი თათა ფერაძე ტროტუარზე დგას. შსს დაევალა ეს ინფორმაცია და დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინოს“,-აღნიშნულია „დროას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თათა ფერაძე 2 ნოემბერს დააკავეს. მას რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“