„დროას” წევრის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ თათა ფერაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

„დროას” წევრის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ თათა ფერაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შსს-ს იმ ვიდეო მტკიცებულების წარმოდგენა დაავალა, სადაც ჩანს, თუ როგორ კეტავს ფერაძე გზის სავალ ნაწილს.
დღევანდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დამატებითი ვიდეომტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ იყო.
ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა კი განაცხადა, რომ წარმოდგენილი ვიდეომასალის რაკურსი შეცდომაში შემყვანია, სადაც თათა ფერაძის გამოსახულება ნაწილობრივ ჩანს. ადვოკატის თქმით, მასალის ამოღება სხვა კამერებიდანაც უნდა მოხდეს.
„25 ოქტომბერს, 21:00 საათზე მივედი, მეჭირა დროშა, ვიდექი ნაპირზე, ვმღეროდი ჰიმნს და არც ერთ მომენტში არ გადამიკვეთავს გზის სავალი ნაწილი, განა იმიტომ რომ დაკავების მეშინია, უბრალოდ მეორე დღეს იზოლატორებში უნდა მივსულიყავი და დაკავებულებისთვის საკვები მიმეტანა“, – განაცხადა თავად თათა ფერაძემ.
თათა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა