„კოალიცია ცვლილებისთვის“ – საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს დაჩქარებული წესით ანიჭებენ რუსეთის მოქალაქეობას და მეოთხე დღეა აღნიშნულის შესახებ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დუმს

მეოთხე დღეა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაჩქარებული წესით ანიჭებენ რუსეთის მოქალაქეობას – ‘’ქართული ოცნება’’ არის ძალა, რომელიც ანგრევს არაღიარების პოლიტიკას და გვიკლავს ჩვენი სამშობლოს გამთლიანების შანსს , – ამის შესახებ განცხადებას პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის” ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების’’ უმოქმედობა და დუმილი აღნიშნული პრობლემის შესახებ „მოღალატეობრივია“.
„მეოთხე დღეა აღნიშნულის შესახებ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დუმს. მაგრამ, როდესაც ივანიშვილის ფულს დაცვა დასჭირდა, ღიად დაუპირისპირდნენ ჩვენს ისტორიულ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში.
‘’ქართული ოცნების’’ მოღალატეობრივ დუმილსა და უმოქმედობაში საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესის გაგრძელების შესახებ, გასაკვირი არაფერია. თუმცა, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ პირადად ბიძინა ივანიშვილი ჰპირდებოდა საზოგადოებას საქართველოს მშვიდობიან დეოკუპაციასა და გამთლიანებას.
რეალურად, ‘’ქართული ოცნება’’ არის ძალა, რომელიც ანგრევს არაღიარების პოლიტიკას და გვიკლავს შანსს ჩვენი სამშობლოს გამთლიანების. სწორედ ივანიშვილის გუნდმა არ მისცა ხმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას, რომელშიც სირიის ახალ პრეზიდენტს მოუწოდებდნენ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის შესახებ. სწორედ ‘’ქართული ოცნების’’ პოლიტსაბჭოს განცხადებები დაიმოწმა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ოკუპანტი სახელმწიფოს ქმედებების გასამართლებლად.
რეჟიმის დემონტაჟი, ევროკავშირში ინტეგრაცია, სადაც გვექნება ევროპული ტიპის დემოკრატია, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არის გზა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისა და გამთლიანებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია