ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ -სთვის მიმართვა ფორმალური ნაბიჯია, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ

სპეკულაციებში ვერ შევალ – რეალურად, მათ რეგისტრაციის გავლა სჭირდებათ, რადგან 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის -სთვის მიმართვის ფაქტს.
მისივე განმარტებით, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აღნიშნული „ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია”.
„სპეკულაციებში ვერ შევალ. რეალურად, მათ რეგისტრაციის გავლა სჭირდებათ, რადგან 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ. მათ რეგისტრაცია რომ არ გაევლოთ და საარჩევნო ნომერი რომ არ აეღოთ, ამ შემთხვევაში, მათ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მონაწილეობა მოუწევდათ. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართეს.
როგორც პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიამ აღნიშნული პროცედურული განაცხადი გააკეთა, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან და არა „ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა