ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" POSTV-ის დეზინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

"კოალიცია ცვლილებებისთვის" POSTV-ის დეზინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ეხმაურება POSTV-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მიხედვითაც TV პირველმა კოალიციას თავის შენობაში ოთახი გამოუყო, რომელშიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები იგეგმება.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" აცხადებს, რომ აღნიშნული "რუსული სტილის პროპაგანდა" დამოუკიდებელ ტელევიზიაზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს.

"რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანის, მედიადწოდებული PosTV-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებს “ტვ პირველის” შენობაში ფარული შეხვედრებისთვის ოთახი გამოგვიყვეს, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგემება, არის სიცრუე.
რუსული სტილის მსგავსი პროპაგანდისტული “ახალი ამბის” გავრცელება რეალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას და საზოგადოების თვალში საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო წინააღმდეგობის მოძრაობის კრიმინალიზების მცდელობას", - წერს "კოალიცია ცვლილებებისთვის."

ცნობისთვის, დღეს POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არხი ირწმუნება, რომ TV პირველმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" გამოუყო ოთახი, რომელშიც კანონსაწინააღდმეგო ქმედებები იგეგმება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.