ჰგავს ნიადაგის მომზადებას, ტელევიზიის მაუწყებლობის შესაწყვეტად – TV პირველი განცხადებას ავრცელებს

„ტვ პირველი“ განცხადებას ავრცელებს:
“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა POSTV-მ დღეს, TV პირველის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. თითქოს ტელევიზიის ტერიტორიაზე, საიდუმლო შეხვედრებისთვის „კოალიციას ცვლილებებისთვის“ გადაეცა ოთახი, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგმება.
ტელევიზიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება და “ქართული ოცნების” პარლამენტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებები, ჰგავს ნიადაგის მომზადებას, რათა “ქართულმა ოცნებამ“ განახორციელოს რიგი ქმედებები, მათ შორის ტელევიზიის ტერიტორიაზე შემოსვლა და არხის მაუწყებლობის შეწყვეტა.
TV პირველი არაერთხელ გამხდარა “ქართული ოცნების” სამიზნე, ბიძინა ივანიშვილის პარტიის ქმედებები და წნეხი ტელევიზიაზე მიმართული იყო, რათა არხს შეეწყვიტა მუშაობა.
დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, როდესაც არაერთი შემზღუდავი კანონის მიღებით, ვერ მოახერხეს არხის მაუწყებლობის შეფერხება, ამ ახალ იერიშს განვიხილავთ ტელევიზიის წინააღმდეგ ქმედებად, რომლის მიზანია, არხის მაუწყებლობის გათიშვა.“

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს