კმარა პუტინი! - თბილისში მცხოვრებმა რუსებმა აქცია გამართეს
თბილისში, პირველი სკოლის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორებიც არიან ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ და საქართველოში მცხოვრები რუსი აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ „ტყუილის, ომის და რეპრესიების წინააღმდეგ".
ამ აქციით ისინი უერთდებიან კამპანიას „შუადღე პუტინი წინაარმდეგ“, რომელიც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთც იმართება.
„არ მგონია, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. ეს მძიმე და ხანგრძლვი ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ, რუსები, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, აქედანაც უნდა ვეცადოთ როგორმე ამის გამოსწორებას“,- აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს თავისუფლების მოედნისკენ, სადაც კიდევ ერთ ხანმოკლე აქციას გამართავებ, რომლის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ისინი არ აღიარებენ პუტინის პრეზიდენტობას.
დღეს, 17 მარტს, რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო, მესამე დღეა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.