არქივი14 მარტი, 2024, 16:11
ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია ლოზუნგით - “ნარკოტიკი კლავს“, “შეაჩერეთ ერის გენოციდი” გამართეს
“შეაჩერეთ ერის გენოციდი”, “ნარკოტიკი კლავს”, - ამ ლოზუნგებით ბათუმში ევროპის მოედანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, ამ ფორმით ცდილობენ, ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ, რათა ნარკოტიკს უამრავი ახალგაზრდას სიცოცხლე ეწირება.
“აქ შევიკრიბეთ დედები, ვისაც ჩვენი შვილების მომავალო გვაღელვებს. ხედავთ რა მდგომარეობა გვაქვს, აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა და ნარკოპოლიტიკას გადახედოს”, - ამბობენ შეკრებილები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.