ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კლიპერსმა" ბრჭყალები გამოაჩინა? კალიფორნიელების ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" 132:127 დაამარცხა.
კავაი ლეონარდმა თავი 34 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
ჯეიმს ჰარდენმა და პოლ ჯორჯმა 20-20, ივიცა ზუბაცმა კი 18 ქულა დააგროვა.
"ტრეილბლეიზერსის" შემადგენლობიდან ანფერნე სიმონსმა გუნდს 38, ხოლო შაედონ შარპმა 27 ქულა შესძინა.
ამრიგად, "კლიპერსი" ზედიზედ 4, ჯამში კი 12 გამარჯვება და 10 წაგება დაუგროვდა, რითაც დასავლეთში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს, "საკრამენტო კინგსთან" გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.