"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 111:102 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან პოლ ჯორჯმა 25 ქულა ჩააგდო, ჯეიმს ჰარდენმა თავი 20 ქულითა და 11 ასისტით გამოიჩინა.
კავაი ლეონარდმა და ნორმან პაუელმა 17-17 ქულა მიითვალეს.
მიუხედავად 22 ქულისა, 15 მოხსნისა და 10 ასისტისა, ნიკოლა იოკიჩს კარგი თამაში არ გამოუვიდა. სერბმა 32 სროლიდან მხოლოდ 9 გამოიყენა, რის შემდეგაც თავისთვის არასასიამოვნო სტატისტიკა დააფიქსირა - ნიკოლამ, პირველად კარიერაში, თამაშიდან 23 სროლა ააცილა.
ჯამალ მარიმ გუნდს 23 ქულა და 6 ასისტი შესძინა.
"დენვერი" 14 მოგებითა და 8 წაგებით იმავე დასავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, 9 დეკემბერს კი "ჰიუსტონ როკეტსს" შეხვდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.