კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანა ყველა ქვეყანას შეუძლია და საქართველოს ამ ბრძოლაში, საკუთარი როლი ეკუთვნის – გიორგი ცაგარეიშვილი პრემიერის ვიზიტზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანა ყველა ქვეყანას შეუძლია და საქართველოს, ამ ბრძოლაში საკუთარი როლი ეკუთვნის.
ცაგარეიშვილის განცხადებით, პრემიერის მიერ გაცხადებული საქართველოს პოზიცია, სწორედ ამ მდგომარეობას ეხმიანება.
“მიუხედავად ქვეყნის მცირე მასშტაბებისა, მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი როლი ამ ბრძოლაში გვეკუთვნის და ვფიქრობ, პრემიერის მიერ გაცხადებული ჩვენი პოზიცია, სწორედ ამ მდგომარეობას ეხმიანება. ასევე, ვფიქრობ, რომ ამ სამიტის დროს გამართული შეხვედრები, ამ პრობლემის მოგვარებას წაადგება”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი