ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას - ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტს "ტვიტერზე" გამოეხმაურა.
"მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი დუბაიში, კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ 28-ე კონფერენციაზე. ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს. განახლებადი ენერგორესურსების განვითარებით, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით, საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.