ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“კი არ დავცინი…” – რას ამბობს გვარამია ნაციონალურ მოძრაობაზე

პარტია ახალი-ს ლიდერი, ნიკა გვარამია მთავარი არხის ეთერში, ამბობს:

ჩვენ ვართ ოდნავ მარჯვნივ, მაგრამ ცენტრისტული პარტია. ნაციონალური მოძრაობა ამ წუთში არის ღრმად მემარცხენე პარტია, ძალიან შორს, სიღრმეში შესული მარცხნივ – ფასებზე, პენსიებზე, კარაქის “პაჩკების” დაკარგვაზე, ლიტრობით ბენზინის დაკარგვაზე… კი არ დავცინი, უბრალოდ ვყვები. ეს არის პირდაპირ მემარცხენე მიმართულებით გადასვლა. ეს პარტია ევროპის სახალხო პარტიის წევრია, მემარჯვენე პარტიების ალიანსის, მაგრამ ვხედავთ შინაარსს, ლეიბორისტული პარტიის ნიშაზე ზის დღეს ენმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.