ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში მათი დანერგილია - რა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან

მე „ნაცის“ ადგილზე კაცობაზე არ ვილაპარაკებდი, თან მიხეილ სააკაშვილი რომ ლიდერი ჰყავთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში და არ შევიდოდი პოლემიკაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთი კვირაა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ, როდესაც თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში მათი დანერგილია.
„ზოგიერთ მათგანს, ყველაზე ნამდვილად არ ვამბობ, 18 წლამდე და 20 წლამდე ეზოში არ უშვებდნენ დედ-მამის გარეშე, ჰოდა რა კაცობაზე გველაპარაკებიან მწამებლები. თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში მათი დანერგილია და სადარბაზოებში ვერ ჩადიოდნენ მარტო სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ. არ იყო სალაპარაკო, მაგრამ მაინც გვათქმევინეს, რა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან ერთი კვირაა. ეს ხალხი ცდილობს მოტყუებას იმგვარად, რომ თითქოს ამ ხალხს დავიწყებული აქვთ რას აკეთებდნენ ისინი წარსულში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.