კიშინიოვში დაკავებულმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერმა დახმარებისთვის ვლადიმერ პუტინს მიმართა

კიშინიოვში დაკავებულმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერმა ევგენია გუცულმა დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ევგენია გუცულის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გაგაუზიის ხალხის სახელით, რომელსაც არასდროს უღალატია თავისი ისტორიული მეგობრებისთვის, მოგმართავთ და მოგიწოდებთ: გამოიყენეთ დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების სრული არსენალი მოლდოვის ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რათა პოლიტიკური რეპრესიები დაუყოვნებლივ შეწყდეს და ჩემი სწრაფად გათავისუფლება მოხდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ევგენია გუცული რუსეთის პრეზიდენტს რეგიონის ავტონომიური სტატუსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ასევე გთხოვთ თქვენ, როგორც სახელმწიფოს ლიდერს, რომელიც სამართლიანობას ყოველთვის იცავს, დამოუკიდებელი მოლდოვის რესპუბლიკის ფარგლებში გაგაუზიის ავტონომიური სპეციალური სტატუსის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატოთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში 25 მარტს დააკავეს. მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ კორუფციის, კერძოდ 2019-2022 წლებში მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის რუსეთიდან დაფინანსების საქმეზე სასამართლო საქმეა აღძრული.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?