ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიტეიშვილმა ლიდერ "ზალცბურგთან" "შტურმს" სტუმრად ქულა მოუპოვა [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგა მე-18 ტურისა და ჩემპიონატის ცენტრალური მატჩით განახლდა - „შტურმმა“ გასვლაზე ლიდერ „ზალცბურგთან“ ფრეს მიაღწია 1:1.
მასპინძლები პირველ ტაიმში სერბმა თავდამსხმელმა პეტარ რატკოვმა დააწინაურა, საპასუხო გოლი კი მე-80 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლია. ოთარმა Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება (8.1) დაიმსახურა. Sofascore-მა ქართველის თამაში 7.6 ქულით შეაფასა.
„შტურმი“ 38 ქულით მეორე ადგილზეა, „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩს ევროპა ლიგაზე 15 თებერვალს სახლში „სლოვანთან“ გამართავს.
ზალცბურგი - შტურმი 1:1
გოლები: 1:0 რატკოვი (15), 1:1 კიტეიშვილი (80)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.