კირ სტარმერი – ცეცხლის შეწყვეტა მუდმივი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ დაბრუნდება

ცეცხლის შეწყვეტა მუდმივი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ დაბრუნდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისეთი პირობებით უნდა მოხდეს, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება, მათ შორის და ეს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა იყოს“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
მისი თქმით, რუსეთი უპირობო ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს.
„გადაწყვეტილებები უკრაინამ უნდა მიიღოს და არა სხვა ადამიანებმა უკრაინის სახელით. არ მინდა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვნახო, რადგან ეს რუსეთს შესაძლებლობას მისცემს მომავალში კვლავ დაბრუნდეს. ეს მათ ადრეც გაუკეთებიათ და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ გააკეთებენ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია