არქივი18 აგვისტო, 2025, 17:22
კირ სტარმერი რუსეთ-უკრაინის ომზე - ყველას სურს ამის დასრულება, განსაკუთრებით უკრაინელებს

ყველას სურს ამის [რუსეთ-უკრაინის ომის] დასრულება, განსაკუთრებით უკრაინელებს , - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს.
მისი თქმით, ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას მიაღწიონ.
„გაერთიანებული სამეფოს ინტერესებშია, რომ ეს სწორად გავაკეთოთ“, - აცხადებს სტარმერი.
შეგახსენებთ, კირ სტარმერი იმ ლიდერებს შორისაა, რომლებიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებს დაესწრებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.