ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე - მშვიდობის შესაძლებლობების შესახებ ორი კვირის ფარგლებში გვეცოდინება, ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა გზის არჩევა მოგვიწიოს

დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე - მშვიდობის შესაძლებლობების შესახებ ორი კვირის ფარგლებში გვეცოდინება, ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა გზის არჩევა მოგვიწიოს

მშვიდობის შესაძლებლობების შესახებ ორი კვირის ფარგლებში გვეცოდინება, ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა გზის არჩევა მოგვიწიოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტოდ სტარნსთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს საშინელი ომია და ზელენსკი კარგად გამოიყურება.
“ის [ზელენსკი] კარგად გამოიყურება, ძალიან კარგად
გამოიყურება. ეს მძიმე ომია. საშინელი ომია, ყველაზე ცუდი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბევრი ხალხი კვდება, ბევრი ჯარისკაცი კვდება, კვირაში 5-7 ათასი…
[მშვიდობის შესაძლებლობის შესახებ] ორი კვირის ფარგლებში გვეცოდინება, ასე თუ ისე. ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა გზის არჩევა მოგვიწიოს. ვნახავთ, მალე გვეცოდინება”,- განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.