კირ სტარმერი – რუსეთმა უკრაინაში ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა

რუსეთმა უკრაინაში ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ­ სტარმერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი ადგილზეა. რუსეთმა აგრესიის მიმართ მისი სწრაფვა დაამტკიცა, რამაც უკრაინელი ხალხის საშინელი ტანჯვა გამოიწვია. მან ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და მილიონზე მეტი დანაკარგი მიიღო. მაგრამ, ომის გაგრძელების მიუხედავად, გადაიარაღებას და შეიარაღებული ძალების აღდგენას ახდენს. ნატო-მ გაგვაფრთხილა, რომ შესაძლოა ალიანსის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის ამ ათწლეულის ბოლოს მზად იყოს“, – განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, ევროპა „ბრძოლისთვის მზად უნდა იყოს“.

„ახლა გზაჯვარედინზე ვდგავართ, მაგრამ ჩვენ წინ გზა სწორია და ნათელია, რომ ხისტი ძალა უნდა შევქმნათ. ჩვენ აგრესიის შეკავება უნდა შევძლოთ და საჭიროების შემთხვევაში ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ღირებულებებისა და ცხოვრების წესის დასაცავად“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“