ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერი - პრეზიდენტ ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინი აჩვენებს, რომ ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზული მოთამაშე არ არის

კირ სტარმერი - პრეზიდენტ ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინი აჩვენებს, რომ ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზული მოთამაშე არ არის

პრეზიდენტ ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინი აჩვენებს, რომ ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზული მოთამაშე არ არის, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის დღეს დაგეგმილ სამიტამდე გამოქვეყნდა.
„შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან თამაში, მიუხედავად ყველა მხარის კეთილსინდისიერი მონაწილეობისა - ეს ყველაფერი უკრაინელ ხალხზე დამანგრეველი თავდასხმების ფონზე. მისი დაპირებები ცარიელი დაპირებებია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კირ სტარმერის თქმით, აშშ წამყვან როლს თამაშობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მოწვევით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ აჩვენა ერთგულება და ევროპა აგრძელებს თავისი როლის შესრულებას უკრაინის მომავლის დასაცავად.
„ახლა პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ ბურთის თამაშის სურვილი აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს პარიზში 30-მდე ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან იმ მიზნით, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმსჯელონ, როგორ გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები და შეაფასონ რა როლს შეასრულებენ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.