პუტინი: რუსეთის მოკავშირეები, მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, შესაძლოა, მოლაპარაკებებში ჩაერთონ

27 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლებელი იქნებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში  რუსეთის მიმართ “მეგობრულად განწყობილ” ქვეყნებსაც მიეღოთ მონაწილეობა.

არხანგელსკის ბირთვული წყალქვეშა გემის მეზღვაურებთან საუბრისას, პუტინმა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ჩრდილოეთ კორეა დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც, მისი ხედვით, შესაძლოა მოლაპარაკებების მონაწილეები გახდნენ.

პუტინმა ჩრდილოეთ კორეა „პარტნიორად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის გასულ წელს ხელმოწერილი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება ძალაში შევიდა.

ხელშეკრულების თანახმად, ქვეყნები ვალდებულნი არიან, რომ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს “ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით” დაეხმაროს. პუტინის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობა “სამხედრო-ტექნოლოგიურ და სამხედრო სფეროში“ გრძელდება.

პუტინმა ასევე დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა მოლაპარაკებებში რუსეთის მოტყუების მცდელობაში და განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოები კრემლის შეცდომაში შეყვანას “განუწყვეტლივ ცდილობენ”.

პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვი “ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიესალმება, ოღონდ არა ჩვენს ხარჯზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს