ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერი კიევში ჩავიდა

კირ სტარმერი კიევში ჩავიდა

პრემიერ მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, კირ სტარმერი კიევში პირველად ჩავიდა. მან ხუთშაბათს პირობა დადო, რომ უკრაინასთან და მოკავშირეებთან აქტიურად იმუშავებს უკრაინისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების მისაცემად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შედგება და პრეზიდენტ ზელენსკის 100 წლიანი პარტნიორობით მეტ დახმარებას სთავაზობს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დღეებით ადრე, სტარმერმა, კიევში პირველად ჩასვლით, უკრაინელი ერისადმი ბრიტანეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სტარმერს მან გადასცა კიევის სურვილი, მშვიდობის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური მშვიდობისმყოფელი ძალების განლაგდეს.
პრემიერმა სტარმერმა თქვა, დიდი ბრიტანეთი მოძებნის "პრაქტიკულ გზებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მოსაპოვებლად... რომელიც გარანტიას შეუქმნის თქვენს უსაფრთხოებას, თქვენს დამოუკიდებლობას და უფლებას, საკუთარი მომავალი თქვენ თვითონ აირჩიოთ", თუმცა სტარმერმა უარი თქვა ესაუბრა იმის დეტალებზე თუ როგორი ზომების მომხრეა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.