ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

იტალიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კროზეტო კიევში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ დღესვე კიევში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ჩავიდა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი 9 იანვარს გვიდო კროზეტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებზე, რომელიც იტალიამ, შესაძლოა, უკრაინას მიაწოდოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.