კაია კალასი აცხადებს, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება

-ის მიერ ირანის ბირთული ობიექტების დაბომბვის საკითხს და შექმნილ ვითარებას, ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი.
მისივე სიტყვებით, ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს „საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას“.
კაია კალასი ყველა მხარეს მოუწოდებს უკან დაიხიონ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ ვითარების შემდგომი ესკალაცია.
ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ურჩევს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც, რომლის სიტყვებით, -მა მიიღო ზომები ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე სერიოზული საფრთხის შესამსუბუქებლად.
„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება და აშშ-მა მიიღო ზომები ამ საფრთხის შესამსუბუქებლად“, – აღნიშნულია სტარმერის განცხადებაში.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არასტაბილური რჩება და რეგიონში სტაბილურობა პრიორიტეტულია.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დილით ირანის სამ – ფორდოს, ისპაჰანისა და ნათანზის ბირთვულ ობიექტს შეუტია.
ოპერაციის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…