კირ სტარმერი - დღეს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პირველი, გადამწყვეტი ფაზაა

დღეს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პირველი, გადამწყვეტი ფაზაა. ახლა ჩვენ მთელი რეგიონისთვის ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა გვჭირდება, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
„გაერთიანებული სამეფო ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფს და ჩვენ მისი რეკონსტრუქციის დაჩქარების მცდელობებს ვუხელმძღვანელებთ“, - წერს ბრიტანეთის პრემიერი.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორში 7 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. დღესვე იგეგმება დარჩენილი 13 ცოცხალი მძევლის გათავისუფლებაც.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.